Deprecated: Function set_magic_quotes_runtime() is deprecated in /home/magictou/public_html/inc/header.inc.php on line 77

Deprecated: Assigning the return value of new by reference is deprecated in /home/magictou/public_html/inc/utils.inc.php on line 595


 

  შვეიცარია

| ჟენევა |

| ჟენევა-ლოზანა-მონტრო-ვევე 220 ევროდ |
ზოგადი მონაცემები

შვეიცარული კონფედერაცია ეს არის სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. სახელმწიფო მოწყობის მიხედვით იგი ფედერაციული რესპუბლიკაა. ქვეყნა მოიცავს 41,3 ათას კვმ-ს.

შვეიცარიის საკონსულო საქართველოში:

მის: კრწანისის ქ. 11, 
(საკონსულო) : + (995 32) 75 30 01, + (995 32) 75 30 02
ფაქსი: + (995 32) 75 30 06

E-mail: tif.vertvetung@eda.admin.ch

მიღების საათები:9.00 – დან 12.30 მდე პარასკევი, შაბათი, კვირის გარდა.
ვიზის ასაღებად ტელეფონით უნდა ჩაეწეროთ საელჩოში 14.30 დან 17.00 მდე პარასკევი, შაბათი, კვირის გარდა: ტელ: 995 32   75 30 01 / 02.  ფაქსი:995 32 75 30 06.

შვეიცარიის ვიზისთვის საჭიროა პირადად წარადგინოთ შემდეგი საბუთები:

  • სრულყოფილად შევსებული ანკეტა (გადმოტვირთეთ)
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემული პასპორტი, რომელსაც მინიმუმ 3 თვის ვადა კიდევ ექნება შვეიცარიის დატოვების დროისთვის + ფოტოსურათიანი გვერდის ასლი;
  • სხვა ვიზის ასლები;
  • სასტუმროს ან საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი. კომპიუტერის ან ინტერენეტიდან ამობეჭდილი საბუთი არ მიიღება;
  • სამსახურიდან ცნობა, რომელიც განკუთვნილია შვეიცარიის საელჩოსთვის სამსახურის ოფიციალურ ბლანკზე ხელფასის ოდენობია, თანამდებობის და მივლინების ტარიღების მითითებით ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ ან ფრანგულ ენებზე;
  • ფინანუსრი უზრუნველყოფის დამადასტურებელი ცნობა. გამგზავრებელმა უნდა დაადასტუროს მისი შვეიცარიაში ყოფნის პერიოდის ფულადი სახსრების უზრუნველყოფა. (დღეში მინიმუმ 100 შვეიცარული ფრანკი), საბანკო ამონაწერი ხელფასის ან სხვა რაიმე შემოსავლის არსებობის სესახებ.
  • ავიაბილეთის ჯავსანი;
  • ტურისტული სამედიცინო დაზღვევა მინიმუმ 30 000 ევროს ოდენობის, რომელიც მოქმედი იკნება შენგენის ყველა ქვეყანაში (ორიგინალი და ასლი);
  • სავიზო მოსაკრებელი (იხდება დოლარებში).

 

სხვა სახის ვიზისთვის საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ

გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნება

ჩრდილოეთით მას ესაზღვრება გერმანია, დასავლეთით - საფრანგეთი, სამხრეთით-იტალია, აღმოსავლეთით-ავსტრია და ლინხენშტეინი. 

დედაქალაქი - ბერნი.
მსხვილი ქალაქები - ციურიხი, ჟენევა, ბაზელი, ლოზანა, ვინტერტური, სანკტ-გალენი და ლუცერნი.
 
ამინდი და კლიმატი

ივლისში მერყეობს 18-27 С, იანვარ-თებერვალში -1С -დან + 5С-მდე. 

მოსახლეობა

7,3 მილიონი ადამიანი. შვეიცარლები 84%-ია, დანარჩენი - გერმანელები, იტალიალები, ავსტრიელები, ფრანგები. 60% მოსახლეობა ცხოვრობს ქალაქებში.

ენა

ოფიციალური ენებია - ფრანგული, გერმანული და იტალიური. ინგლისური ენაზე საუბრობენ მთელს შვეიცარიაში.

რელიგია

თანაბარი რაოდენობითაა კათოლიკები და პროტესტანტები.

დღესასწაულები და დასვენების დღეები

1 იანვარი, წითელი პარასკევი, აღდგომის ორშაბათი, 25 მაისი, ივნისის პირველი ორშაბათი, 25 და 26 დეკემბერი.

სამზარეულო

ფრანგულ მხარეში ყველაზე ცნობილი ნაციონალური კერძია ფონდიუ და რაკლეტი (გამდნარი ყველისგან მომზადებული კერძი), ხოლო გერმანულ მხარეს - კალბასი და რეშტი (განსაკუთრებული მეთოდით მომზადებული შემწვარი კარტოფილი). გრაუნბუნდენის რაიონში პოპულარულია ძალიან თხლად დაჭრილი შემწვარი ხორცის ნაჭრები, ტიჩინოში გავრცელებულია იტალიური სამზარეულო.შვეიცარლების განსაკუთრებულ სიამაყეს წარმოადგენს ღვინო, რომლის მომზადების მეთოდი თითქმის სახელმწიფო საიდუმლოებაა. .

ტრანსპორტი

მოსახერხებელია შეიძინოთ Swiss Pass (ეგრეთწიდებული შვეიცარული პასპორტი), ერთიანი სამგზავრო ბილეთი, რომელიც განკუთვნილია შვეიცარიის მთელს ტერიტორიის ავტობუსებისთვის, მატარებლებსა და კატერებისთვის.ეს პასპორტები არის ორი სახის: Swiss Flexi Pass და Swiss Card. სამგზავრო ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ შვეიცარიაში ნაციონალურ ტურისტულ კორპორაციებში. ყიდვის შემდეგ თქვენ ავტომატურად იღებთ Swiss Family Card (საოჯახო კარტა), რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი 16 წლამდე ბავშვები უფასოდ ამგზავროთ შვეიცარიის ტერიტორიაზე .

დრო

თბილისის დროს ჩამორჩება 2 საათით ზაფხულში და 3 საათით-ზამთარში.

ფული

შვეიცარული ფრანკი.

საბაჯო მოთხოვნები

ფულის შეტანა და გამოტანა შეზღუდული არ არის.ნებადართულია პირადი მოხმარების საგნების შეტანა-ტანსაცმელი, ფოტო და კინოკამერაბი, სპორტული ინვენტარი, მუსიკალური ინსტრუმენტები და საკვები პროდუქტები1 დღის ანგარიშით.1 ლ მაგარი სასმელი ან 2 ლიტრი ღვინო(არაუმეტეს 15°-ისა). აკრძალულია ხორცისა და ხორცის პროდუქტების, მცენარეების და ეგზოტიკური ცხოველების შეტანა.